საკონსტიტუციო ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში

04 ივნისი 2024, 15:12 389 ნახვა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით 19 კანონისგან შემდგარი პაკეტი ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვას ემსახურება.      დოკუმენტი კონსტიტუციაში ცვლილებას მოიაზრებს, ამიტომ მას კანონმდებელთა 3/4 -ის  მხარდაჭერა სჭირდება.   

კანონი პირველი მოსმენით ივნისის ბოლომდე დამტკიცდება, ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი საშემოდგომო სესიიდან გააგრძელებს.  კანონპროექტი ლგბტ თემთან  დაკავშირებით ქორწინებისა და შვილად აყვანის  პროცედურებსა  და ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ დაინიცირებულ კანონპროექტს შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მოქალაქეების პრობლემებს არ იცნობს და ცდილობენ ძალადობრივი ფაშისტური იდეები გაავრცელონ. მათი განცხადებით ამ ქმედებებით ქართული ოცნების მეტ  წევრს გამოაძევებენ  ევროპიდან. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ  ადამიანის უფლებები უნდა იყოს მკაცრად დაცული განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა ირწმუნებიან რომ პროპაგანდა შეიცავს საფრთხეებს და საკითხების მოწესრიგება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი