ბათუმი 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით კრივში ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
ღონისძიება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში, ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის ჩატარდება.