„ქართული ქარტია“- შეფასებები

04 ივნისი 2024, 11:46 388 ნახვა

პრეზიდენტის ინიციატივას კვლავ ომის ქარტიად მოიხსენიებენ მმართველ გუნდში, ირწმუნებიან რომ მსგავსი შეხვედრები პრეზიდენტთან არაერთხელ უნახავთ თუმცა შედეგი არ არის. ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტსა და დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურთ.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტის შინაარსი უკვე გაიზიარა ,-  მათ კი ვინც ინიციატივას ხელი არ მოაწერა ისმის განცხადებები, რომ დოკუმენტი ოპოზიციასთან შეუთანხმებლად მომზადდა და შინაარსის დიდი ნაწილი მიუღებელია. ბოლო მონაცემებით, ქარტიას ხელს 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს.

ქართული ქარტიის შექმნის ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს მიზანი 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი