ინციდენტი სკოლაში. წინასწარი ინფორმაციით მშობელმა შვილსა და თანასკოლელს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება სცადა და მეორე კლასელ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქმის შესწავლას იწყებს სახალხო დამცველიც. ბათუმში მსგავსი ფაქტი წელს მეორედ დაფიქსირდა. ერთი თვის წინ მშობელმა ბაღის მოსწავლეს სცემა. ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციები ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ინციდენტის თავიდან აცილება. რა არის საჭირო მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის და რამდენად დაცულია მოსწავლეების უსაფრთხოება სკოლებში, ასევე, რას აკეთებს ასეთ დროს მანდატურის სამსახური, რომელსაც მოსწავლეებს შორის კონფლიქტის აღმოფხვრა ევალება.