საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.
გადაწყვეტილების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი.
"ბიურომ კენჭი უნდა უყაროს ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტი დროის განსაზღვრის შესახებ. იყო კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობას შორის და 28 ივნისი არის მოთხოვნილი თარიღი. ვფიქრობ, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და ამასაც მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.