თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წერილობით მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყებამდე, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა ბრალდებულმა სააკაშვილმა, რომელიც დისტანციურად ერთვებოდა სხდომას.
მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პარტიებისთვის კვოტების გადანაწილებისკენ მოუწოდა, თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმდება.
მისივე განცხადებით, ის მთლიანად უჭერენ მხარს პრეზიდენტის ინიციატივას და მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან და ერთიანი სიების შექმნასთან დაკავშირებით.