პარტნიორებთან შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, რასაც სჭირდება დიალოგი - ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2024, 14:10 261 ნახვა

შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით პარტნიორებთან, ამას სჭირდება დიალოგი, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ, მათ შორის, თქვენ, უვიზო რეჟიმი. დღეს რომ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს არის ჩვენი დამსახურება, ამიტომ, ეს უნდა დააფასოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვებს ეხებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა, არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება, იყოს უთანხმოებებიც.

რომ ამბობენ თავისით მოხდაო, თავისით არაფერი ხდება. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, თუმცა, არის საკითხები, რომელშიც ვთანხმდებით. იმ საკითხებზე, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, საჭიროა დიალოგი, დისკუსია. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში