პარტიები, თუ რამის თავი აქვთ მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილოება, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი.
„ვემიჯნები ძალადობას. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, ჯერ კიდევ, ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა ქვეყანაში. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე, დამშვიდება სჭირდება სიტუაციას.
პარტიები, თუ რამის თავი აქვთ მოემზადონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილოება. სამწუხაროდ, ეს დაძაბული ველი, რაც არის ქვეყანაში, ეს პოლარიზაცია არ არის კარგი სანახავი. საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პაექრობა.
თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ ევროპა და უნდათ, რაღაც შეცვალონ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, რიტორიკა. მოემზადონ არჩევნებისთვის, – განაცხადა ღარიბაშვილმა.