ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირის "ვინი პუჰი"-ს მეორე ეპიზოდიდან სპექტაკლი "მოგზაურობა" გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. ვინი პუჰი, სრულიად ახალი, განსხვავებული თავგადასავლით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
სპექტაკლი ,,მოგზაურობა" ეხება მეგობრობასა და იმ სააზროვნო სივრცეს, რომელიც თითოეული ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ამასთან ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში სპექტაკლ "წითელქუდას" მართავს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყო.