რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება დღეს ბათუმის საკრებულოში. ისმოდა ურთიერთბრალდებები. ხმაური “ლელოს, “ახალის” და გახარიას პარტიების დეპუტატების განცხადებებს მოჰყვა, ისინი ხელისუფლებას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებდნენ, რასაც უარყოფს ქართული ოცნების გუნდი.