საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩს განემარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების განცხადებები, მინისტრის აქციაში მონაწილეობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.