საქართველოს უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებების დაცვას არ შეესაბამება - ეს არის ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც მომზადდა ოპოზიციის მიმართვის შემდეგ.
სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა ამ კანონის წინააღმდეგ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან ერთად გამოიყენებენ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში.