სამართლებრივი დავა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს უკვე ამზადებენ. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ორგანიზაციების შემდეგი ნაბიჯი ევროსასამართლო იქნება
. 28 მაისს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ კანონს დაემორჩილონ.პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ვეტო დაძლია. კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 55 დღის განმავლობაში აპროტესტებდა.