მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა გააჟღერა შეფასებები საკითხთან დაკავშირებით არ წყდება. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არარეალისტურია გამომდინარე იქიდან, რომ ამაში “ქართული ოცნების” თანხმობაა საჭირო.
პარტია “გირჩის” წევრი მიმართავს პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს , როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს.