საბალეტო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი

30 მაისი 2024, 10:15 821 ნახვა

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საბალეტო სკოლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. მასში სასწავლებლის ყველა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. წარმოადგინეს როგორც კლასიკური რეპერტუარის  ნაწყვეტები, ასევე ქართული ეროვნული ბალეტის სცენები.

გასული სასწავლო წელი წარმატების მომტანი იყო საბალეტო სკოლისთვის, აღსაზრდელებმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა. კონცერტზე გახდა ცნობილი, რომ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, ელენე ბარათაშვილი ამერიკის  მუსიკალურ სასწავლებელში ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში მიიწვიეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში