საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

29 მაისი 2024, 15:39 364 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია.

სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი