„ჩვენი სულიერების ბალავარი„ - არსებობის მე-13 და პირველი სამეცნიერო კონფერენცია თურქეთში. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას უნივერსიტეტის ორგანიზებით ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე კონფერენცია გაიმართა.
მასში 50-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა. მიზანი ერთმანეთისთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და ასევე, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებისა და უახლესი კვლევების გაცნობა იყო.
ორგანიზატორების თქმით, სამეცნიერო კონფერენციას მეცნიერულ ღირებულებასთან ერთად, ზოგადეროვნული დატვირთვაც ჰქონდა. მონაწილეებმა, კონფერენციის მეორე დღეს თურქეთში არსებული ქართული ისტორიული ტაძრები მოინახულეს და გაიცნეს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები ანუ ჩვენებურები.
შეხვედრა შედგა ასევე ქალაქ ბორჩხის მერთან, რომელიც წარმოშობით ქართველია.
კონფერენციის მასალა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ საბა კალანდარიშვილმა მოგვაწოდა.