სალვადორში 2 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

29 მაისი 2024, 11:35 411 ნახვა

სალვადორის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სანაპიროზე განხორციელებული ორი ოპერაციის შედეგად სამ ტონამდე ნარკოტიკი ამოიღეს.

დაკავებულია ექვსი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის თქმით, ოფიცრებმა გადმოტვირთეს კოკაინის შემცველი პაკეტები ლა-პასის სამხრეთ დეპარტამენტში მას შემდეგ, რაც 19 და 24 მაისს განხორციელებულ ორ ცალკეულ ოპერაციაში ორი საზღვაო ხომალდი დააკავეს.

რეიდის დროს ამოღებული 2,7 ტონა ნარკოტიკის  საბაზრო ღირებულება 67,5 მილიონი ამერიკული დოლარია. დაკავებულთა შორის არიან  მექსიკის, კოლუმბიისა და ეკვადორის მოქალაქეები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში