„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, მოვუწოდებთ მთავრობას, განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი - ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 მაისი 2024, 21:36 418 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

ევროპელი დიპლომატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაახლოს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

„ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

 

ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, განაახლოს მხარდაჭერა ევროკავშირის მისწრაფებებისადმი“, – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი