პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

28 მაისი 2024, 12:10 373 ნახვა

რამდენიმე წუთში პარლამენტის პლენარული სხდომა  დაიწყება, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. სიტყვით გამოსვლების ძირითადი ნაწილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს დაეთმობა.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ვეტოს განხილვა უნდა დაიწყოს, რა დროსაც ტრიბუნას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაიკავებს. ის დეპუტატებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ოფიციალურად გააცნობს. ამის შემდეგ, იქნება კითხვა-პასუხი, ბოლოს კი კენჭისყრა ჩატარდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი