დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და სასულიერო პირი პატიმრობაში დატოვა.ბრალდებულის ინტერესების დამცველები გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარებას ელოდებიან. ადვოკატები დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას შერჩევით სამართალს უწოდებენ. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატები დღეს მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან იმყოფებოდნენ.