“ არ დავივიწყოთ წარსული“- ამ სახელწოდების საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა ქედაში. სპექტაკლი, ნოდარ დუმბაძის, ოთხი მოთხრობის მიხედვით დაიდგა. წარმოდგენის მთავარი გზავნილები სიყვარული, ომი, იუმორით დანახული რეალობა და საბოლოოდ მომავლის იმედია. პროექტს „მომავლის პალიტრა“ ახორციელებს.
პროექტი, მხარდაჭერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი შემოქმედებითი საგრანტო კონკურსის მიერ.