ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ევროპელი კოლეგები ულოცავენ

27 მაისი 2024, 16:48 353 ნახვა

ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა ევროპელი კოლეგებისგან მისალოცი წერილები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დამოუკიდებლობის დღეს ილია დარჩიაშვილის ულოცავს უნგრელი კოლეგა, პიტერ სიიარტო.

„ბოლო წლებში ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობამ უპრეცედენტო სიმაღლეს მიაღწია და თანამშროლობის ახალი სფეროები მოიცვა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს შორის არსებული აქტიური დიალოგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მრავალმხრივი პარტნიორობის  განვითარებას “, – ნათქვამია მისალოც წერილში. წერილში პიტერ სიიარტო ადასტურებს უნგრეთის მზადყოფნას, განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში.

ქართველ კოლეგას მისალოც წერილს უგზავნის რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუმინიტა ოდობესკუ.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები, კანონის უზენაესობა და ფუნადამენტური უფლებების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად და კეთილდღეობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის სიმტკიცის გარანტს წარმოადგენს“, – ნათქვამია ლუმინიტა ოდობესკუს წერილში. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადასტურებს რუმინეთის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მშენებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის სააგრეო უწყების ხელმძღვანელი, იურაი ბლანარი.

„სლოვაკეთსა და საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, ვადასტურებ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას სხვადასხვა მიმართულებით“, – წერს ილია დარჩიაშვილს სლოვაკი კოლეგა. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ამ მხრივ, საკუთარი გამოცდილების გაზიარების მზაობას გამოთქვამს. მისალოც წერილში, იურაი ბლანარი კიდევ ერთხელ ადასტურებს სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასევე ულოცავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი. ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში ლიპავსკი აღნიშნავს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ასრებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრამვების იმედის გამოთქვამს.

„ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ – აღნშინულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში აღნიშნულია ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის რეგიონში ბულგარეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„მწამს, რომ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეებს აერთიანებს, კვლავაც ძლიერ იმპულსს შესძენს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საგარეო უწყებებს შორის არსებული კონსტრუქციული კონტაქტები და ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს  ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში, მათ შორის,  საერთო ევროპულ გზაზე წინსვლის კონტექსტში“, – ნათქვამია დიმიტარ გლავჩევის წერილში.

დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და  საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევროპული გზის მიმართ“,- აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი