თბილი მილოცვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, - ამის შესახებ, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ლატვიის მხარდაჭერას ადასტურებს.
„იმ დროს, როცა საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, -წერს რინკევიჩი.