წელს პირველი წელია, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ხვდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მინდა, თითოეულ ქართველს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი დღე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე.
ასევე უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ჩაეყარა ევროპულ საქართველოს საფუძველი და ეს იყო ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობას.
წელს პირველი წელია, როდესაც ქვეყანა ხვდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსით დამოუკიდებლობის დღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები გვექნება.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელიც ვაქციეთ ჩვენს ყოველდღიურობად. ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორედ დღეს, უკვე, კანდიდატის ქვეყნის სტატუსით ხვდება საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.