ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ლატვიის საგარეო უწყების მილოცვაშია აღნიშნული, ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი.
„ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.