ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს, ევროკავშირი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი - საქართვრელოში ევროკავშირის დელეგაცია

26 მაისი 2024, 10:04 326 ნახვა

ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს, ევროკავშირი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი, წინ, საქართველო, – ამის შესახებ, საქართვრელოში ევროკავშირის დელეგაცია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო, ასევე, პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას და თავდადებას, ვინც მიისწრაფოდა ამ დღისკენ. ევროკავშირი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. წინ, საქართველო!”,- აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მილოცვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი