ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, გელაშვილმა სოციალურ ქსელ, LinkedIn-ზე დაწერა.
„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს.
შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.
კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ - წერს მირზა გელაშვილი.