ალტერნატიული დარბაზები სპორტსმენებისთვის

28 მარტი 2017, 00:00 3395 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრებმა „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ის ალტერნატიული დარბაზები მოინახულეს, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის სხვადასხვა სპორტული სექცია ახალი სასპორტო სკოლის აშენებამდე განთავსდება. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, უკვე მზადაა ახალი კომპლექსის ესკიზი, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში გაიმართება. რაც შეეხება იმ ფლიგელებს, სადაც ამ დრომდე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი ვარჯიშობს, მათ ნაცვლად ტერიტორიაზე კომპანია „ორბი“  200 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი