"ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ არის მხოლოდ საბაბი რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად.“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს.
გრიგორი კარასინის თქმით, ეს 2022 წლის დასაწყისიდან გამოვლინდა, როდესაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მასირებულ შეტევაზე გადავიდა.
კარასინი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერის განცხადება იმაზე, რომ ეს ინტერესი არსად წასულა, საკმაოდ საფუძვლიანია. რაც შეეხება საქართველოს ბედს, კარასინის თქმით, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია.