აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს

24 მაისი 2024, 10:03 452 ნახვა

აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს, რომელსაც სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაკეტი „ქართველი ხალხის აქტი“ სენატს დღეს წარედგინება და მისი სამიზნეები ის ოფიციალური პირები იქნებიან, რომლებსაც ბრალი ედებათ  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში, ასევე პასუხისმგებლები არიან კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოური აგენტების კანონის წინსვლასა და მისი მიღების ხელშეწყობაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაკეტში ასევე ნაგულისხმევი იქნება აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის პერმანენტული გაუქმება, გარდა ამისა, გამოიყოფა 50 მილიონი დოლარი, რომლის მიზანიც საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი