საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის, და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.
მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირანის პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.