ღორჯომის მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით 112-ის მანქანა მწყობრიდანაა გამოსული და პაციენტამდე გადაადგილება უჭირს. ზურაბ პატარაძის განცხადებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ახალ ავტომობილს ღორჯომის და სხალთის მოსახლეობა მიიღებს. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია ღორჯომის ცენტრის კეთილმოწყობა, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ,,ფონას” კედლის მშენებლობა და ჯებირების მოწყობა.