ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას სთხოვს ევროპის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
დასკვნის შინაარსის გათვალისწინების იმედი აქვს ლიეტუვას, ხოლო ესტონეთისთვის დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციები ნიშანია იმის, რომ კანონი საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ არ მიიღოს და, რომ საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს უნდა დაუბრუნდეს.