ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
უწყების ინფორმაციით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმების დონის მიმართულებით.
2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა.