ვულოცავ სკოლის დამთავრებას ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა საქართველოს წინსვლას და განვითარებას მოხმარდება - თორნიკე რიჟვაძე

20 მაისი 2024, 11:59 409 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

თორნიკე რიჟვაძის განცადებით, სახელმწიფო განაგრძობს მათთვის ყველა აუცილებელი პირობის უზრუნველყოფას.

"ვულოცავ სკოლის დამთავრებას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას.

დღევანდელი დღე ერთ-ერთი გამორჩეულია თქვენს ცხოვრებაში, რომლის შემდეგაც იწყება ცხოვრების ახალი, შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.

გისურვებთ წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს წინსვლას და განვითარებას მოხმარდება. სახელმწიფო განაგრძობს თქვენთვის ყველა აუცილებელი პირობის უზრუნველყოფას.

ვულოცავ დღევანდელ დღეს პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში.

გილოცავთ დღევანდელ დღეს"- წერია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი