ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, კომერციული კოსმოსური კომპანია CAS Space-ი, 2028 წლიდან, კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს, - ამის შესახებ, ინფორმაციას სახელმწიფო მედიასააგენტო ავრცელებს.
CAS Space-ის კოსმოსური ტურიზმისთვის განკუთვნილი ხომალდი, პირველ ფრენას 2027 წელს განახორციელებს, რეგულარული ფრენების შესრულებას კი - მომდევნო წლიდან შეუდგება.
კომპანიის ინფორმაციით, ხომალდს ტურისტებისთვის განკუთვნილი კაბინა ექნება, რომელიც ოთხი ილუმინატორით იქნება აღჭურვილი. ხომალდში შვიდი მგზავრის მოთავსება იქნება შესაძლებელი. CAS Space-ი გეგმავს, რომ კოსმოსში ფრენები ყოველ 100 საათში ერთხელ შეასრულოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ფრენაზე ბილეთის ღირებულება $400,000 იქნება.