"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობა ბათუმში დასრულდა.
აქციის მონაწილეები, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს.
"გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის ქუჩიდან ბარათშვილის, პუშკინის, მელიქიშვილის ქუჩებზე საპროტესტო მარშის გამართვის შემდეგ, კვლავ, რუსთაველზე დაბრუნდნენ.
სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, მოუწოდეს ხელისუფლებას უკან გაიწვიონ კანონი.
აქცენტი გააკეთეს პერსონალურ მონაცემებეზე და კანონში შეტანილ ჩანაწერზე, სადაც საუბარია, რომ კანონი ეხება ფიზიკურ პირებსაც