სალომე ზურაბიშვილის ვეტო კანონზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა - შარლ მიშელი

18 მაისი 2024, 21:09 448 ნახვა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე შემდგომი მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

შარლ მიშელი ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოუწოდებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.

„არსებული ფორმით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს საქართველოში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას საქართველოში“, – წერს შარლ მიშელი.

 

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში