შედგება თუ არა მოლაპარაკება და დისკუსია ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორსა და აქტივისტებს შორის, ჯერჯერობით უცნობია.
პრემიერის შემოთავაზებით ამის შესაძლებლობა არსებობს და ''ქართული ოცნება'' მზადაა მოუსმინოს ახალგაზრდებს და მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებს.
ოპოზიცია, რომელიც ამ დისკუსიაში არ მოიაზრება, მიიჩნევს, რომ მსგავსი მოლაპარაკება დაგვიანებულია. ''ქართულ ოცნებაში'' კი თვლიან, რომ ეს ძალიან კარგი შემოთავაზებაა, რადგან საუბარი ეხება გულწრფელ ახალგაზრდებთან დიალოგს და არა პარტიულ წარმომადგენლობასთან.