პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს არ აინტერესებს კონსტიტუცია და ქვეყნის ინტერესები - ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

18 მაისი 2024, 17:35 433 ნახვა

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს, არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საფრანგეთში გაიზარდა და თავს არ თვლის ქართველად.

„მე რაც ვიცი, იგი აპირებს, საფრანგეთში წავიდეს ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. ალბათ უნდა, ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ, პირადად, იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა.

 

რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის? კითხვა დაუსვით, რა გაუკეთებია, თუნდაც, ევროინტეგრაციის გზაზე. რამე თუ მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები, მგონი, არ არის კონსტრქუციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, ასევე, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „წარადგენს ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველოს მომავალმა პარლამენტმა უნდა გადადგას და შესთავაზებს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, რათა ისინი, კვლავ, გაერთიანდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად“.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი თუ რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხის მოგვარებით, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა, პირიქით. მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, ერთ-ერთ უცხოურ არხს უთხრა, რომ სათავეში უნდა ჩაუდგეს ევროპულ პლატფორმას. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ ამბობ და გინდა, უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ მე არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი