ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს - ღარიბაშვილი

18 მაისი 2024, 15:37 391 ნახვა

ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს, - ეს განცხადება, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

„სუვერენიტეტის გარშემო კეთდება განმარტებები და განცხადებები. ერთ-ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, მგონი, ჩვენ ერთმანეთის არ გვესმისო - როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. მინდა ეს კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას. ამაზე ბევრი მისაუბრია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის, მათთან, რომლებიც იცავენ და ბოლომდე არ თმობენ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტს - ეს მართლა ასეა. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი