გარდაბანში, მამაკაცი ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, შემდეგ კი მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

17 მაისი 2024, 10:26 437 ნახვა

გარდაბანში ძმის მიერ დის მკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საკუთარ დას ავტომობილით დაეჯახა, შემდეგ კი მას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი.-ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი