„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი

16 მაისი 2024, 10:51 407 ნახვა

თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები.

მინისტერიალზე გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.

მინისტერიალის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან - ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი