რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს ეუთო-ს თავმჯდომარემ, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრმა იან ბორჯმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას.
ილია დარჩიაშვილმა იან ბორჯს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე განახლებული ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.