საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.
მანამდე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საწინააღმდეგო აქცია გრძელდება.