ერთი ნაბიჯი გამჭვირვალობის კანონპროექტის კანონად ქცევამდე. ამ წუთებში სადავო და ხმაურიან საკანონმდებლო ინიციატივის მესამე მოსმენით განხილვას იწყებს პარლამენტი და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დაამტკიცებენ მას დეპუტატები. თუმცა ამის შემდეგ წინ პრეზიდენტის ვეტოა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა კიდეც, თუმცა თქვა, რომ მანიპულაციებში შესვლას არ აპირებს.
რა ხდება პარლამენტში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან გამოჩნდნენ ძალოვანი უწყების დანაყოფები, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.