შეხვედრა   მოსახლეობასთან 

27 მარტი 2017, 00:00 3057 ნახვა

ნიგაზეულის მოსახლეობა „შუახევი ჰესის“ მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას ითხოვს. ნიგაზეულში მცხოვრებლებმა ჰესების მშენებლობის შედეგად დაბზარულ საცხოვრებელ სახლების და დამშრალ წყლების შესწავლასთან ერთად  სამართლიან კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით უახლოეს დღეებში დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომლებიც ოჯახებს შეისწავლიან. დღესვე ზურაბ პატარაძემ შუახევის მოსახლეობას განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.  ნიგაზეულის მოსახლეობასთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე დახურულ კარს მიღმა შუახევის სამუფთოს წარმომადგენლებს შეხვდა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი