ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი

27 მარტი 2017, 00:00 1807 ნახვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ეწვია. ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა იქნება მთავარი თემები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ლატვიის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. რაიომონდ ვეიონოსი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები კი ხვალ დაიწყება. ხვალ დილით პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. შედგება პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები და ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს. მოგვიანებით კი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. რეიმონდ ვაიონი პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება, 29 მარტს კი საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთს მოინახულებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი