ევროპული მარში თბილისში

12 მაისი 2024, 11:30 434 ნახვა

„გავუთენოთ საქართველოს“ - მორიგი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი დღეს თბილისში. მოქალაქეები შეკრებას პარლამენტთან 10 საათიდან გეგმავენ - აღნიშნული ინფორმაცია გუშინდელი შეკრების დროს დაანონსდა.

როგორც თქვენთვის ცნობილია 13 მაისს - ანუ ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. კომიტეტის სხდომა დილის ცხრა საათზეა დანიშნული.

გუშინდელი მასშტაბური ევროპული მარშის მსვლელობა რამდენიმე ლოკაციიდან დაიწყო, შეკრების ადგილი კი ევროპის მოედანი იყო.

დამონტაჟებული სცენიდან  შეკრებილებს არაერთმა ადამიანმა მიმართა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი